დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე იქნება მიმართული

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე იქნება მიმართული

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა იქნება მკვეთრად მიმართული საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე და ეროვნულ ინტერესებზე.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ინტერესია პრეზიდენტის გამოსვლის მიმართ.

"სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს პარლამენტიდან, კერძოდ, პარლამენტის უმრავლესობიდან გაისმის ძალიან ცუდი მესიჯები. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ იგივე თოფაძის განცხადება, რომ ნატო ჩვენ არაფერში გვჭირდება. როცა მსგავსი გაუგებარი განცხადებები კეთდება, ბუნებრივია, საჭიროა ვიღაცამ დასვას მკაფიო აქცენტები, ყველაფერი დაალაგოს. ამ მხრივ ჩვენ ველოდებით პრეზდენტისგან ძალიან მკაფიო და დამაიდებელ მესიჯებს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის გამოსვლა იქნება მკვეთრად მიმართული საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერსებზე", - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს პოზიცია უკრაინასთან მეგობრობაზე, ასევე რუსული აგრესიული, მათ შორის, საინფორმაციო პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე.

"მე იმედი მაქვს, პრეზიდენტის გამოსვლა იქნება ძალიან საინტერესო. ამაში ჩვენც რაღაც წვლილს შევიტანთ", - განაცხადა შარაშენიძემ.