დავით უსუფაშვილი საქართველოს მომავალ პრეზიდენტად და პარლამენტის თავმჯდომარედ ქალის არჩევას მიესალმება

დავით უსუფაშვილი საქართველოს მომავალ პრეზიდენტად და პარლამენტის თავმჯდომარედ ქალის არჩევას მიესალმება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიესალმება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იყოს ქალი.

როგორც დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ის მზად არის მხარი დაუჭიროს ასეთ წინადადებას.

აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთგვარი ხუმრობითაც მიმართეს ერთმანეთს.

"შემიძლია ამ თემაზე პარლამენტის რიგგარეშე სესია მოვიწვიო, თუკი საკითხის პარლამენტში გატანა გსურთ", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა დავით უსუფაშვილს.

"თქვენ ამისთვის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაგჭირდებათ, ამაზე უფრო იფიქრეთ და მაშინ ბევრ რამეზე შევთანხმდებით", - ასეთი იყო დავით უსუფაშვილის საპასუხო განცხადება პრეზიდენტის რეპლიკაზე.

დავით უსუფაშვილი იმასაც ამბობს, რომ შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ ქალს სიამოვნებით წარმოიდგენდა. რაც, მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა იქნებოდა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს. ამის შესახებ მარგველაშვილმა

"რედისონში" განაცხადა, სადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მაღალი დონის შეხვედრა მიმდინარეობს.