გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 20 მარტს გამოვა

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 20 მარტს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 20 მარტს გამოვა. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდეტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ პოლიტოლოგებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მისი გამოსვლა, ბუნებრივია, უნდა ეხმიანებოდეს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც საზოგადოებას ყურადღება აქვს გამახვილებული. ვეცადეთ, დღევანდელ შეხვედარზე მაქსიმალურად ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი იმ ორგანიზაციების სპექტრი, რომლებიც მუშაობენ საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკაზე და, რომელთა კვლევაშიც აღინიშნება აზრთა სხვადასხვაობა. ნამდვილად მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, ვიცოდეთ ყველა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია", - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა ეკონომიკურ ბლოკთან გაიმართა. დღეს გაიმართება შეხვედრა უშიშროების საბჭოშიც.

"დღევანდელ შეხვედრაზე გაგაცნობთ იმ პროირიტეტებს, რაც უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლაში. გვინდა, რომ ეს ყველაფერი დისკუსიაში, კამათში მოითელოს და თქვენგან მივიღოთ რეკომედაციები და შენიშვნები, ასევე კორექტივები, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - მიმართა ფხალაძემ ექსპერტებს და აღნიშნა, რომ ისინი არიან  ადამიანები, რომელთა ნააზრებს ყოველთვის დიდი ყურადღებით უსმენს პრეზიდენტი.

ფხალაძის ექსპერტებთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწიური საპარლამენტო გამოსვლისთვის მომზადება, მოხსენების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და მოსაზრებათა გაზიარება.