საქართველოში ქალები პროფესიონალიზმით და შესაძლებლობებით საკმაო რაოდენობით არიან წარმოდგენილი, თუმცა ეს ადეკვატურად არ არის ასახული პოლიტიკაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
"ჩვენი სურვილია, მეტი ქალი პარლამენტში. როგორი ინსტრუმენტებით, რა საშუალებებით მოხდება ეს, ამისთვის საჭიროა მაღალი კონსენსუსი პარტიებს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მივიღოთ მაქსიმუმი", - აცხადებს მანანა კობახიძე.
ამ წუთებში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" მაღალი დონის შეხვედრა იწყება, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები. შეხვედრა მიზნად ისახავს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდასა და გენდერული კვოტირების შესაბამისი პოლიტიკური ნების მობილიზებას.