ჯონ მაკკეინი - რუსეთმა შესაძლოა, ოდესას დნესტრისპირეთიდან შეუტიოს

ჯონ მაკკეინი - რუსეთმა შესაძლოა, ოდესას დნესტრისპირეთიდან შეუტიოს

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესას შესაძლოა, დნესტრისპირეთიდან შეუტიოს. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა ТСН.Тиждень-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"დარწმუნებული ვარ, მისი მომდევნო სამიზნე ოდესა გახდება. თუ პუტინი ფიქრობს, რომ ის ამ ქმედებების გამო არ დაისჯება, მაშინ ის შეეცდება ოდესის აღებასაც მოლდოვის ტერიტორიიდან, დნესტრისპირეთში მას 1400 ე.წ. მშვიდობისმყოფელი ჰყავს. ეს უდიდესი საფრთხეა ბალტიისპირეთის ქვენებისთვისაც. პუტინს სურს რუსეთის იმპერიის აღდგენა", - აღნიშნა სენატორმა. 

ჯონ მაკკეინი კიევისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემის მომხრეა. ის ამ დრომდე აქტიურად მოუწოდებს ობამას ადმინისტრაციას, უკრაინა სამხედრო იარაღით მოამარაგოს, რაც მას რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად სჭირდება.