რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ატამბაევის ადმინისტრაციის ცნობით, ყირგიზეთის პრეზიდენტი უკვე რუსეთში იმყოფება. შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში უნდა შედგეს. იქნება თუ არა შეხვედრა მედიისთვის ღია, ჯერჯერობით უცნობია.
ვლადიმერ პუტინი 5 მარტის შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია.
პუტინის ავადმყოფობასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმას კრემლი უარყოფს და აცხადებს, რომ ის კარგადაა და პერიოდულად არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს.