მოსკოვში, ნოვოდევიჩის მონასტერში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მოსკოვში, ნოვოდევიჩის მონასტერში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მოსკოვის ცენტრში ნოვოდევიჩის მონასტერში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. "ბიბისის" ცნობით, ცეცხლი მონასტრის სამრეკლოში გვიან ღამით გაჩნდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, მნიშვნელოვნად დაზიანდა სამრეკლო. თავად მონასტერი კი არ დაზიანებულა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ასობით მეხანძრე იყო ჩართული. ხანძრის გაჩენის მიზეზებს პოლიცია ადგენს. 

რუსული მედიის ცნობით, ნოვოდევიჩის მონასტრის სამრეკლოს რესტავრაცია მიმდინარეობდა, რომელიც სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. 

სარესტავრაციო სამუშაოების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ცეცხლის გაჩენის დროს სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო. რუსეთის კულტურის მინისტრის, გრიგორი პირუმოვის თქმით, შენობა დაზღვეულია და დაზიანებულ ნაწილს მალე აღადგნენ.