დაკარგული 14 წლის მოზარდი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

დაკარგული 14 წლის მოზარდი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

დაკარგული 14 წლის მოზარდი მუხრანის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ 14 წლის მოზარდი, თორნიკე გახელაძე 3 დღის წინ დაიკარგა. საქმეში ჩართული იყო პოლიცია. ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ თორნიკე გახელაძე სახლიდან გასვლის შემდეგ ორ უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ნახეს. ამის შემდეგ მოზარდის კვალი დაიკარგა.