ბაქოში ოპოზიციამ მანათის დევალვაციის პროცესი გააპროტესტა

ბაქოში ოპოზიციამ მანათის დევალვაციის პროცესი გააპროტესტა

ბაქოში ათასობით ადამიანმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც ტრანსფარანტებით: "შეაჩერეთ ძარცვა" ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესი გააპროტესტა. 

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორი აზერბაიჯანული ოპოზიცია იყო. აზერბაიჯანული მანათი დოლართან მიმართებაში 34 პროცენტით, ევროსთან კი 30 პროცენტით გაუფასურდა.

გამოცემა წერს, რომ ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა მძაფრ ფინანსურ კრიზისს განიცდის ნავთობზე ფასის დაცემისა და რუსეთის კრიზისის გამო. დღევანდელი აქცია ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთ მასშტაბური იყო. მომდევნო საპროტესტო აქცია 5 აპრილისთვის დაინიშნა.