ივანიშვილი საბოლოოდ დაადგა იმ გზას, რომ მას ეყოლება მძევლები და ტყვეები საქართველოში

ივანიშვილი საბოლოოდ დაადგა იმ გზას, რომ მას ეყოლება მძევლები და ტყვეები საქართველოში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადებით, დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას პატიმრობა გაუხანგრძლივდება.

როგორც გიორგი გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიგი უგულავასთან მიმართებაში საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა.

"ყველას მოგეხსნებათ, რომ ადამიანი არ შეიძლება განაჩენის გარეშე 9 თვეზე მეტი პატიმრობაში იმყოფებოდეს. ეს პრაქტიკა ივანიშვილმა უკვე დანერგა და ყველანაირი განაჩენის გარეშე მისი პირადი პატიმრები, ტყვეები და მისი აზრით მძევლები ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ციხეებში რჩებიან, მათ შორის გიგი უგულავა, რომლის წინააღმდეგ ფარსი, სპექტაკლი გათამაშდა დღეს სასამართლოში.

ფაქტობრივად ივანიშვილი საბოლოოდ დაადგა იმ გზას, რომ მას ეყოლება მძევლები, ტყვეები საართველოში და ამ გზით, როგორც ჩანს, ცდილობს შეინარჩუნოს თავისი რეჟიმი. გვინდა ვუთხრათ, მას, რომ ადამიანი, რომელმაც გააღარიბა ათასობით ქართული ოჯახი, გადააგდო და მოატყუა ხალხი, რომელმაც უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დაატრიალა ქვეყანაში, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოდ მართავს ყველას და ყველაფერს და არ აქვს პასუხისმგებლობა, ვერანაირად ვერ აცდება ამ პასუხისმგებლობას", - განაცხადა გაბაშვილმა.