კრემლი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის 85 წლის იუბილესადმი პუტინის მილოცვას ავრცელებს

კრემლი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის 85 წლის იუბილესადმი პუტინის მილოცვას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ ჟორეს ალფიოროვს 85 წლის იუბილეს ულოცავს. პუტინის წერილობითი მილოცვა კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. "თქვენ სამართლიანად მიეკუთვნებით გამოჩენილი სწავლულების პლეადას, რომელთა დამსახურებები ნობელის ლაურეატის პრემიით და საერთაშორისო აღიარებებით არის დადასტურებული.

თქვენ რუსეთის ნამდვილი პატრიოტი ხართ და ამას მუდმივად ამტკიცებთ", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.