ბრაზილიის სანტა-კატარინას შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 55 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. დაღუპულთა შორის 8 ბავშვი და 24 ქალია. სამგზავრო ავტობუსი, დაახლოებით, 1500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი მძღოლის შეცდომა იყო, რომელმაც რთულ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ადგილზე მაშველები მუშაობენ.