"ქართული ოცნება" აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართული ოცნება აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.ქართული ოცნების შეფასებით, მათი ყოფილი თანაპარტიელები ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას ახორცილებენ.

"მაშინ, როდესაც აჭარის კონსტიტუცია ერთმნიშვნელონად აცხადებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიითი შემადგემლობის უმრავლესობით, ანუ 11 ხმით აირჩევა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევით, 8 ხმით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს თავიანთი თანაგუნდელი, ჯემალ ფუტკარაძე.დუმბაძე, ფუტკარაძე და ვასაძე წავიდნენ მძიმე კომპრომისზე საკუთარი ღირსებისა და სინდისის წინაშე და ნაციონალურ მოძრაობას შეერწყნენ. გვსურს, მტკიცედ განვაცხადოთ, რომ არავის და მითუმეტეს ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ საშუალებას, კანონის წინააღმდეგ იმოქმედოს და უზრუნველვყოფთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროცესების განვითარებას კონსტიტუციისა და კანონმდელობის შესაბამისად," - აღნიშნულია განცხადებაში.