რუსეთის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - რაგბი პოლიტიკაში არ აურიოთ

რუსეთის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - რაგბი პოლიტიკაში არ აურიოთ

მოდი, რაგბი არ აურიოთ პოლიტიკაში, პატივი ვცეთ ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველო-რუსეთის მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე პერვოხინმა განაცხადა და ამით გულშემატკივრების მხრიდან რუსეთის ნაკრების მიმართ უხამს შეძახილებს გამოეხმაურა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პერვოხინმა საქართველოს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, რუსეთის ნაკრებმა პირველი 67 წუთი კარგად ითამაშა და თანაბარი ბრძოლა იყო.

"მატჩის ბოლოს კი, საქართველოს ნაკრების უპირატესობა საბოლოოდ გამოიკვეთა და კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენ დაცვაში ვიყავით, თქვენს ნაკრებს 50 წუთის განმავლობაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მე ვფიქრობ, რომ პირველი ტაიმის პირველ ნახევარი ჩვენი უპირატესობით წარიმართა. დაცვაში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის ბოლოს შეცდომების დაშვება დავიწყეთ", - განაცხადა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ისიც აღნიშნა, რომ ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია რუსეთის ნაკრების ორი მორაგბის გაძევებამ.

დღეს, საქართველოს ეროვნულმა რაგბის ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 33:0 დაამარცხა.