ნატო შეშფოთებულია რუსეთის მიერ ალიანსის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნების გახშირებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "გარდიანთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი სამხედრო მანევრები არასტაბილურობას იწვევს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთმა ათობით მოულოდნელი წვრთნა გამართა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო მსგავს მოულოდნელ წვრთნებს "ცივი ომის" შემდეგ აღარ მართავს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მსგავსმა ქმედებებმა შესაძლოა, ალიანსსა და მოსკოვს შორის გაუგებრობების გაზრდა გამოიწვიოს.