მიანმარის სანაპიროებთან ბორანის გადაბრუნების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა

მიანმარის სანაპიროებთან ბორანის გადაბრუნების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა

მიანმარის სანაპიროებთან სამგზავრო ბორანის გადაბრუნების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაკარგულია. "როიტერის" ცნობით, კატასტროფის დროს ბორტზე დაახლოებით 200 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 170-მდე ადამიანი უკვე გადაარჩინეს. 

წინასწარი ინფორმაციით, ბორანის ჩაძირვის მიზეზი ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გახდა. სამგზავრო ბორანი ქალაქ კიაოკპიუდან სიტუეში მიემგზავრებოდა. 
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სამშველო სამუშაოები მიმდინარეობს.