რომის პაპმა ფრანცისკემ მისი წინამორბედის მსგავსად შესაძლოა, პონტიფიკოსის სკამი დროზე ადრე დატოვოს. ამის შესახებ თავად პაპმა მექსიკურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. "ვგრძნობ, რომ ჩემი პონტიფიკოსობა ხანმოკლე იქნება, ოთხი-ხუთი წელი, შესაძლოა ორი-სამიც", - აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მისი წინამორბედის ბენედიქტეს გადაწყვეტილება - დროზე ადრე გადამდგარიყო "მამაცური" იყო.
"ბენედიქტე არ უნდა იყოს გამონაკლისი, შესაძლოა, ის იყოს ერთადერთი დიდი ხნის განმავლობაში, ან არ იყოს ერთადერთი", - აღნიშნა რომის ამჟამინდელმა პაპმა.
არგენტინელი სასულიერო პირი, ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას სათავეში ზუსტად 2 წლის წინ - 2013 წლის 13 მარტს ჩაუდგა. მისმა უშუალობამ და თავმდაბლობამ კათოლიკური სამყარო მალევე მოხიბლა.