უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი, აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, მათ შორის იარაღითაც, თუკი ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ მან ტელეარხ "1+1"-ს განუცხადა.
"თუკი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღა დაიწყება, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ დაუყოვნებლივ მივიღებთ ლეტალურ იარაღსაც და სანქციების ტალღასაც აგრესორის წინააღმდეგ. ვიმოქმედებთ ხისტად და კოორდინირებულად", - განაცხადა პოროშენკომ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინას გააჩნია კონტაქტები ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან იარაღის მოწოდებაზე, მათ შორის საუბარია ლეტალურ იარაღზეც.