19 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

19 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ხობის რაიონში 19 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა სოფელ პირველ მაისში მოხდა. მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.