14 მარტს რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მე-4 ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მე-19 შერკინება გაიმართება. თამაშის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიისა და რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში დამონტაჟდება მონიტორი, რომლის მეშვეობითაც გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში შეძლებენ საქართველო-რუსეთის შერკინების ნახვას.
დედაქალაქის მერია წარმატებას უსურვებს „ბორჯღალოსნებს“.