პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შესაძლოა, პოლიტიკური დებატები არ გაიმართოს

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შესაძლოა, პოლიტიკური დებატები არ გაიმართოს

პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა შესაძლოა, პოლიტიკური დებატების ფორმატში არ წარიმართოს, სავარაუდოდ ტრიბუნა მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეებს დაეთმობათ.

კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, შეიძლება შესვენება გამოცხადდეს, რის შემდეგაც იმართება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, ან შეიძლება გაიმართოს დებატები. გადაწყვეტილებას კი, ბიურო იღებს.საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მოსმენის ფორმატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის ანგარიშის იმ ფორმატში მოსმენას გეგმავს, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლას ითვალისწინებს.

ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გიორგი მარგალებშვილი პარლამენტში მომავალ კვირაში მივა. პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღად 18 მარტი დასახელდა, თუმცა შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილს 20 მარტის პლენარულ სხდომაზე მოუსმინონ.

პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი და ფორმატი 16 მარტის ბიუროს სხდომაზე დაზუსტდება.