მავნებლობად მიმაჩნია დღეს ქუთაისში ტრანსპორტირებაში ამდენი ფულის დახარჯვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ არ ჩავიდნენ მმართველი გუნდის წევრები დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად ქუთაისში, კვაჭანტირაძის განმარტებით, რაც სათქმელი იყო გუშინ ითქვა.
"ამის შესახებ ცნობილი იყო, სწორედ იმიტომ არ ჩავედით, რომ რაც სათქმელი იყო, გუშინ ითქვა. მე მავნებლობად მიმაჩნია, რომ დღეს ამდენი ფული დაიხარჯა ქუთაისში ტრანსპორტირებაზე", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.