საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის ნინო გოგუაძის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ არ აღმოჩნდა უმრავლესობის არც ერთი დეპუტატი, რომელსაც თუნდაც თავისი ბრძოლის ერთ–ერთი მთავარი დანაპირები გაახსენდებოდა. ამის შესახებ ნინო გოგუაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლის შემდეგ განაცხადა.
"სამარცხვინოა ის, რომ არ აღმოჩნდა უმრავლესობის არც ერთი დეპუტატი, რომელსაც გაახსენდებოდა თუნდაც თავისი ბრძოლის ერთ–ერთი მთავარი დანაპირები, რომ ჩვენ შევქმნით სახელმწიფოს, სადაც ინსტიტუტები მართავენ და ინსტიტუტებს ექნებათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ოპოზიციის მოთხოვნით იქნა მოწვეული, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომა 12.00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენლები არ მივიდნენ. დღევანდელ სხდომაზე დასწრებაზე ასევე უარი განაცხადეს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმაც.