პეტრო პოროშენკოს კუთვნილი კომპანია „როშენის“ პროდუქციის ექსპორტი საქართველოში თითქმის 60-ჯერ გაიზარდა

პეტრო პოროშენკოს კუთვნილი კომპანია „როშენის“ პროდუქციის ექსპორტი საქართველოში თითქმის 60-ჯერ გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კუთვნილმა საკონდიტრო კორპორაცია „როშენმა“ 2014 წლის დეკემბრიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის ათჯერ გაზარდა. ასეთ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის სამხრეთ სატრანსპორტო პროკურატურამ.

როგორც ცნობილია, 2014 წლის სექტემბერში „როსპოტრებნადზორმა“ მოსკოვის სავაჭრო ქსელში შეამოწმა „როშენის“ ოთხი ფაბრიკის პროდუქცია და კომპანია „როშენს“, უხარისხობის გამო, რუსეთში საკონდიტრო პროდუქციის გავრცელება აუკრძალა. „2014 წლის დეკემბრიდან საკონდიტრო კორპორაცია „როშენმა“, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს გავლით, საქართველოში თითქმის 214 ტონა პროდუქცია შეიტანა, მაშინ როცა 2013 წელს ექსპორტის მოცულობა 3,4 ტონას არ აღემატებოდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მთლიანობაში კი უკრაინიდან საქართველოში, რუსეთის ტერიტორიის გავლით, უკრაინული საკონდიტრო ნაწარმის ტრანზიტის მოცულობა, ემბარგოს დაწესების დღიდან, ორჯერ გაიზარდა, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„როშენი“ - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კორპორაციაა, რომელიც წელიწადში 450 ათას ტონა ტკბილეულს ამზადებს. „როშენის“ ფაბრიკები განლაგებულია როგორც უკრაინაში, ასევე ლიტვაში, უნგრეთსა და რუსეთში.

http://rian.com.ua/economy/20150312/364725551.html