რიგგარეშე სხდომის გაცდენისთვის დეპუტატები არ დაისჯებიან

რიგგარეშე სხდომის გაცდენისთვის დეპუტატები არ დაისჯებიან

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის შეფასებით, ის მიზანი, რომლის გამოც რიგგარეშე სხდომა იყო მოწვეული, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე განხორციელდა.

კახიანის თქმით დრევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით დეპუტატებმა ინდივიადუალურად მიირეს გადაწყვეტილება, მისივე თქმით რეგლამენტი სხდომის გაცდენისთვის სანქციებს არ აწესებს. „როგორ ჩანს, ამ კომიტეტის სხდომის შემდეგ უმრავლესობის წევრებმა ჩათვალეს, რომ რიგგარეშე სხდომას არ დასწრებოდნენ. მართალი გითხრათ, რიგგარეშე სხდომის მიზანი რაც იყო, ეს კომიტეტის სხდომაზე განხორციელდა“, - დასძინა კახიანმა.