გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია "თავისუფალი თაობის" წევრებმა სასამართლოდან უცენზურო სიტყვებით გააცილეს

"თავისუფალი თაობასა" და "თავისუფალი ზონას" შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა. "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა დარბაზიდან გამოსულ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას უცენზურო სიტყვით მიმართა, რასაც "თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან ხმაური მოყვა.

სასამართლო დარბაზიდან გამოსული "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა ბოკერია ხმაურით გააცილეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ვითარების განმუხტვა დროულად შეძლო, შესაბამისად სერიოზულ ფიზიკურ დაპირიპირებას მხარეებს შორის ადგილი არ ჰქონია.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთისა და თავისუფალი ზონის წარმომადგენელი ხუთი პირიდან ოთხს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლის ფარნაო ჭკადუას მიმართ კი მოსამართლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული დევნა შეწყდა, შესაბამისად, ჭკადუა ჯარიმის გარეშე დარჩა.

უახლოეს წუთებში კი თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან გუშინ დაკავებული კიდევ ერთი პირის, კერძოდ, "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლის ლადო სადღობელაშვილის საქმეზე უნდა იმსჯელოს.

"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები სწორედ ლადო სადღობელაშვილის საგულშემატკივროდ მივიდნენ საქალაქო სასამართლოში.