რიგგარეშე სხდომის ჩაშლა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა

რიგგარეშე სხდომის ჩაშლა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომის ჩაშლა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.

მისი თქმით, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებმა გუშინდელ კომიტეტის სხდომაზე 7 საათის განმავლობაში იმსჯელეს, ამიტომ რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა.

„სხდომაზე მმართველი გუნდის წევრების გამოუცხადებლობა ინსტიტუციის უპატივცემულობას არ ნიშნავს. დღევანდელი სხდომა აჟიოტაჟის შექმნას და მოსახლეობის შეშინებას წარმოადგენდა. რიგგარეშე სხდომების ჩატარებას თავისი წესი და დატვირთვა აქვს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.