ზურაბ აბაშიძე დღევანდელი რიგგარეშე სესიის ჩაშლას საზოგადოების უპატივცემულობად მიიჩნევს

ზურაბ აბაშიძე დღევანდელი რიგგარეშე სესიის ჩაშლას საზოგადოების უპატივცემულობად მიიჩნევს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე დღევანდელი რიგგარეშე სესიის ჩაშლას საზოგადოების უპატივცემულობას უწოდებს.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის დასაძლეევის გეგმის წარდგენისთვის მზად არ იყო.

"ეს არის მთლიანად საზოგადოების უპატივცემულობა. ,,ქართულლ ოცნებაში" თუ ვინმეს კვალიფიკაცია აქვს, ისინი განიცდიან დიკვალიფიკაციას. ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ განცხადებებს ვისმენთ ქამრების შემოჭერაზე. ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს ჰგონია, რომ ქვეყანაში დალხენილად ცხოვრობენ, თუმცა ეს აბსურდია",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

დღეს პარლამენტში რიგგარესე სესია კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.