პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ოპოზიციის მოთხოვნით იქნა მოწვეული, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

სხდომა 12.00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენლები არ მივიდნენ. დღევანდელ სხდომაზე დასწრებაზე ასევე უარი განაცხადეს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმაც.

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოში რგგარეშე სესიაზე, მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მოვიდნენ.