რობ ო ნილი, რომლის ტყვიითაც ბინ ლადენი გარდაიცვალა,

რობ ო ნილი, რომლის ტყვიითაც ბინ ლადენი გარდაიცვალა, "ფოქს-ნიუსში" დასაქმდა

ყოფილი ამერიკელი სპეცრაზმელი, რობ ო ნილი, რომლის გასროლილი ტყვიის შედეგადაც მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, ოსამა ბინ ლადენი გარდაიცვალა, ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსში" დასაქმდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

"რობ ო ნილი ამერიკელი გმირია, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავისუფლების დაცვას მიუძღვნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანამშრომლად აგვყავს სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანი. მისი გამოცდილება იქნება ჩვენი ტელევიზიისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი. ჩვენ პატივი გვაქვს ვიმუშაოთ მასთან ერთად", - განაცხადა ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსის" ხელმძღვანელმა, როჯერ აილესმა.

ტელეკომპანიაში რობ ო ნილი სამხედრო ექსპერტად იმუშავებს.

ოსამა ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს, პაკისტანში, ისლამაბადის სიახლოვეს მოკლეს. სპეცოპერაცია ამერიკის სპეციალურმა ძალებმა ჩაატარა. ტერორისტი 38 წლის ო ნილმა სამი გასროლით მოკლა.