ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათ გული სწყდებათ, რომ დღევანდელ სესიაზე, სადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბარი სურდათ, „ქართული ოცნების“ წევრები არ მოდიან.
„სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ აღელვებთ მათ ქვეყნის ბედი. ხელისუფლებას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მოსახლეობაზე, პრობლემებზე საუბარი არ სურს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.