დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმი გააფორმა

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოაწერა, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან კი პრორექტორმა ვახტანგ ქავთარაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში“   20%-იანი შეღავათით ისარგებლონ.

თავის მხრივ სამინისტრო, მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში, რომლებიც დაკავშირებული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირებთან. სამინისტრო დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.