მოსკოვში ტელეწამყვან ოთარ ყუშანაშვილის ძმა გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში ტელეწამყვან ოთარ ყუშანაშვილის ძმა გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში, საკუთარ ბინაში ტელეწამყვან ოთარ ყუშანაშვილის უფროსი ძმა გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების წინაასწარი ვერსიით, რომან ყუშანაშვილი ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა. 

ბინაში, სადაც ცხედარი იპოვეს, გამომძიებლები მუშაობენ. როგორც რუსულ ტელეკომპანია НТВ-ს ცნობილმა ტელეწამყვანმა ოთარ ყუშანაშვილმა განუცხადა, მისი ძმა ნარკომანების გარემოცვაში ხშირად შეუმჩნევიათ და არცთუ იშვიათად მას ფულს სთხოვდა. ბოლო ასეთი შემთხვევა წინა ღამით მოხდა. 

ოთარ ყუშანაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ძმა შესაძლოა, მოეკლათ. გარდა ამისა, НТВ-ს წყაროს ინფორმაციით, იგი სამართალდამცავებს სხვადასხვა დანაშაულებების - მათ შორის ქურდობის გამო არაერთხელ დაუპატიმრებიათ.