მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ყოფილი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილია შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.