საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის კანდიდატურაა წარდგენილი

საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის კანდიდატურაა წარდგენილი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. თეთრი სახლის ცნობით, ამ თანამდებობას იან კელი დაიკავებს. 
"პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სურს, საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელი დანიშნოს", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
 

იან კელი ამ დრომდე სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. კერძოდ, იყო აშშ-ის წარმომადგენელი ეუთო-ში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

საქართველოში აშშ-ის ახლანდელ ელჩს, რიჩარდ ნორლანდს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ის საქართველოში 2012 წლის შემდეგ მუშაობს.