კიდევ ერთი დიპლომი? - რა და როდის დაამთავრა გამგებელმა

კიდევ ერთი დიპლომი? - რა და როდის დაამთავრა გამგებელმა

დიპლომების თემა კვლავ აქტუალური ხდება. რეგიონალური მედია პორტალი LHDTV ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კარლო(კახა) ჯამბურიას დიმპლომით დაინტერესდა და რამდენიმე საინტერესო ფაქტი გამოავლინა.

კერძოდ, სააგენოს ცნობით მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე რომ გამგებლის ბიოგრაფიაში მითითებული უნივერსიტეტი რომელიც გამგებელმა ჯამბურიამ 1997 წელს დაამთავრა 1995წლის 26 დეკემბერს არის დაარსებული. შესაბამისად უცნობია, როგორ მოახერხა გამგებელმა, ერთ წელიწადში განათლების მიღება და დიპლომის აღება?! თავად აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩიტაია კი დიპლომების გაყიდვის ბრალდებით რამდენჯერმეა ნასამართლევი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „პირველი რადიო“ ლაგოდეხის გამგებელთან ჯამბურიასთან დაკავშირებას შეეცადა თუმცა ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.