ნატოს გენმდივანი: ევროპული არმია უნდა ავსებდეს ალიანსს

ნატოს გენმდივანი: ევროპული არმია უნდა ავსებდეს ალიანსს

ერთიანი ევროპული არმია, რომლის შექმნაც აქტიურად განიხილება, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არამედ უნდა ავსებდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ვიზიტისას განაცხადა.

"ევროკავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ორგანიზება. ჩვენ მივესალმებით უსაფრთხოებაში ნებისმიერ წვლილს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირს შორის იქნება ჩადებული", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ერთიანი ევროპული არმია არ უნდა ახდენდეს ნატოს ფუნქციის დუბლირებას.

ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი გამოვიდა.