საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მიიღეს წინასწარი მაჩვენებლები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით და ეს შეადგენს 1 272 000 000 დოლარს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა საკომიტეტო მოსმენებზე განაცხადა, ეს არის 39%-იანი ზრდა 2013 წელთან შედარებით და ასევე ბოლო 5 წელში ყველაზე მაღალი მაჩვენებლი.
"ამ ტენდენციის წელს გაგრძელების შემთხვევაში, მიმდინარე ანგარიშის დაბალანსებისთვის გაცილებით უფრო ნაკლები ხელოვნური მობილიზება მოგვიწევს უცხოური ვალუტით შემოსულობების", - განაცხადა კვირიკაშვილმა.