კომიტეტების სხდომის დაწყებამდე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა

კომიტეტების სხდომის დაწყებამდე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემელაძემ სხდომაზე მყოფ პირებს აცნობა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "საცობში" მოჰყვა, რის გამოც სხდომა რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყება.

ტყემალაძის განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა გააპროტესტა, რომელმაც ერთგვარი რეპლიკის სახით აღნიშნა, რომ "მინისტრმა ბევრი გააკეთა და ეტყობა ამიტომ აგვიანდება".

ნადირაშვილს უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გაჩუმებისკენ მოუწოდა და მას რეპლიკით - "ბებია გიჭყავით" მიმართა. ნიშნიანიძეს კორექტულობისკენ პავლე კუბლაშვილმა მოუწოდა, ხათუნა გოგორიშვილმა კი დამაწყნარებლის დალევა ურჩია.