მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი კატარღა - “KINGS” ტუნისის წყლებში 11 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩაიძირა.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, კატარღაზე იმყოფებოდა ხუთი ეკიპაჟის წევრი, ხუთივე საქართველოს მოქალაქე. დამსაქმებელი კომპანიის ინფორმაციით, მეზღვაურთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა და ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დამსაქმებელი კომპანია პასუხისმგებელია მეზღვაურთა სასტუმროში დაბინავებასა და სამშობლოში რეპატრიაციაზე. ამჟამად ისინი ამ საკითხზე მუშაობენ და მეზღვაურთა დასახმარებლად სრულ მზადყოფნას აცხადებენ.