რუსული მედია კვლავ პუტინის საეჭვო გაუჩინარებასა და მის ავადმყოფობაზე წერს

რუსული მედია კვლავ პუტინის საეჭვო გაუჩინარებასა და მის ავადმყოფობაზე წერს

ქალთა საერთაშორისო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მიერ გამართული შეხვედრა მისმა პირადმა ოპერატორმა 5 მარტს, წინასწარ ჩაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტისა და ქალბატონების შეხვედრას პრესის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე ბოლოს სწორედ 5 მარტს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან შეხვედრის დროს გამოჩნდა, მას შემდეგ, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, პუტინმა არასაჯარო შეხვედრები გამართა, რომელსაც მხოლოდ ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის ლიდერმა ყახაზეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. თუმცა, როგორც პრეზიდენტის პორესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, პუტინი თავს კარგად გრძნობს.