ბათუმში მიხეილ სააკაშვილის პოსტერები გამოჩნდა

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის პოსტერები გამოჩნდა

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი პოსტერები გამოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ქალაქის შესასვლელთან, საბაგირო გზის სადგურთან რამდენიმე პოსტერი უკვე მოხეულია, თუმცა ნაწილი მაინც არის შენარჩუნებული.

"ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში, დაპირება წარმატებით შეასრულა: ციხეში 300 000 ადამიანი მოხვდა" - ასეთია წარწერებია პლაკატებზე, სადაც ექსპერზიდენტ სააკაშვილისა და ციხეში წამების კადრია ასახული.

"ნაციონალური მოძრაობაში ამბობენ, რომ პლაკატები გამგებლებს ფგუშინ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამოატანეს და პარტიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.