დღეს, დედაქალაქის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ძნელაძემ აღმაშენებლის ქ. N138-ში მცხოვრებ 56 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გაზიფიცირების სამუშაოების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
კომპანია “ყაზსტრანსგაზი„ აღმაშენებლის N 138-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შენობის გაზიფიცირებას უახლოეს მომავალში დაასრულებს.