მოლოდინი არ გვაქვს, რომ მთავრობას ექნება დაწერილი გეგმა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ "ინტერპრესნიუსს" დღეს პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მინისტრების საკომიტეტო მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ასეთი გეგმა მგონია, რომ არარსებობს. ძალიან სასიამოვნოდ გამიკვირდება თუ დაწერილ, გაწერილ გეგმას წარმოადგენენ კომიტეტზე, მაგრამ მთავარი მინდა გითხრათ, რომ შოუ არის სწორედ ეს კომიტეტი, რომელიც მოიწვიეს იმიტომ, რომ გაამართლონ ხვალინდელი სხდომის ჩაშლა", - განაცხადა გოგუაძემ.
დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაა დანიშნული. საკომიტეტო ფორმატში ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ელიან, ასევე მოწვეულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.