ვაკის რაიონის გამგებლად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე დაინიშნა. ლაშა აბაშიძე დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარადგინა.
"2013-2014 წლებში ლაშა აბაშიძე იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ხოლო მანამდე მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მას აქვს როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დამთავრებული აქვს თბილიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი. ვაკის მოსახლეობას ეყოლება გამგებელი, რომლითაც იამაყებენ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გივი ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა.