ალუდა გოგლიჩიძე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ალუდა გოგლიჩიძე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ალუდა გოგლიჩიძე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. გოგლიჩიძეს, ისევე როგორც თბილისის მერის კიდევ ერთ ყოფილ მოადგილეს , ალექსანდრე მარგიშვილს გაწეული საქმიანობისთვის დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა.      

ალექსანდრე მარგიშვილი მეწარმეობის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ალუდა გოგლიჩიძეს, ის თბილისის მერიის ახალგაზრდულ ცენტრს უხელმძღვანელებს, რომელიც ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვებისთვის გასატარებელ ღონისძიებებს უხელმძღვანელებს.

ალექსანდრე მარგიშვილი და ალუდა გოგლიჩიძე თბილისის მერის მოადგილეების თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა და ირაკლი ლექვინაძემ შეცვალეს.