„21-ში ვისი მზე დაბნელდება, საკითხავი იქნება!" - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. პოლიტოლოგი „ივერიონს" „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ესაუბრა.
“ნაციონალური მოძრაობა" უკვე მესამედ ატარებს აქციას, რომელსაც არასდროს არაფერი განსაკუთრებული არ მოჰყოლია (ამით საზოგადოების მათ მიმართ მხარდაჭერის გადამოწმება სურთ). მართალია, „ქართულ ოცნებას" ის მხარდაჭერა არ აქვს, რაც თუნდაც ერთი წლის წინ ჰქონდა, მაგრამ საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებაზე ქუჩაში მაინც არ გამოვა. ამ აქციამ შეიძლება „ქართული ოცნების" სასარგებლოდაც კი იმოქმედოს და მისი მხარდამჭერები გააერთიანოს!
ბრალდებები, რომლებსაც „ნაციონალები" „ქართულ ოცნებას" უყენებენ, სწორია, მაგრამ „ნაციონალებისგანაა" მიუღებელი..." - განაცხადა ძაბირაძემ.