„მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის, პირიქით, გაძვირება შემცირებულია“

„მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის, პირიქით, გაძვირება შემცირებულია“

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, საზოგადოების ინტერესებისკენ გადადგა ნაბიჯი და რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შეამცირა.

„ფასების მატების ტენდენცია აღარ არის, პირიქით, გაძვირება შემცირებულია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო გამოკვეთილი 15-20%-იანი ზრდა რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ახლა ამ ტენდენციამ იკლო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის PSP-ს აშკარად საზოგადოებისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რომლითაც მათ რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შეამცირეს. ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწიეთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, თებერვლის თვეში 100-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები 7-დან 10%-მდე გაიზარდა.