ხონის პოლიციის უფროსის მძღოლს თვალი ამოთხარეს

ხონის პოლიციის უფროსის მძღოლს თვალი ამოთხარეს

ხონში, წუხელ გვიან ღამით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ხონის პოლიციის უფროსის მძღოლს თვალი ამოთხარეს. დანაშაულის მოტივზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. 

სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ამასთან, შსს-ს ცნობით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.