„შავლიაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა... თავს უკვე მოხსნილად თვლის...“

„შავლიაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა... თავს უკვე მოხსნილად თვლის...“

ინფრასტრუქტურის და რეგონული განვითარების სამინისტროში , შექმნილ ვითარებასა და მოსალოდნელ კორუფციულ სკანდალებზე კომენტარს აკეთებს ექსპერტი მამუკა არეშეიძე. მისი თქმით ფულს „ნაციონალების“ დროსაც „ტეხავდნენ“ და ახლაც „ტყდება“. არეშიძის თქმით, შავლიაშვილი თავს უკვე მოხსნილად თვლის.

„ვიცი , რომ დავით შავლიაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა -მას რომ ჰკითხო თავს უკვე მოხსნილად თვლის. რა საკვირველია ფული „ტყდებოდა“ , მაგრამ მუდმივად ასე იყო-„ნაციონალების“ დროსაც ასე ხდებოდა და არც კომუნისტები იყვნენ გამონაკლისნი,“ - აცხადებს „ქართლ სიტყვასთან“ საუბარში მამუკა არეშიძე.